2028 წლამდე ორიაკში - აბჟანდაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ორიაკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ქართველი მორაგბე ფრანგულ გუნდში 2028 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ აბჟანდაძე ორიაკში 2024 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 200 ქულას მოუყარა თავი.
თედომ ჯამში 41 საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, 31 გარდასხვა და სამი ლელო დადო. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 1 ლელო, 17 ზუსტი საჯარიმო დარტყმა და 14 გარდასახვაა.
ასევე შეგახსენებთ, ფრანგულ გუნდში აბჟანდაძის გარდა კიდევ 8 ქართველი მორაგბე თამაშობს. საუბარი ალექსანდრე ბურდულზე, ნიკოლოზ ბალანჩივაძეზე, ლუკა ნიორაძეზე, დაჩი პაპუნაშვილზე, ბასა ხონელიძეზე, ირაკლი მჭედლიძეზე, გიორგი ქართველიშვილზე და მირიან ბურდულზეა.