ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ილია VS არმანი, დვალიშვილი-იანის ტრილოგია | როგორია ალჯამეინ სტერლინგის მოლოდინი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა 2026 წლისთვის 5 სასურველი ბრძოლა დაასახელა, რომელთა შორის მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის რემატჩი, ასევე ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება მოხვდა.

რა თქვა სტერლინგმა:

დვალიშვილი-იანი? სიამოვნებით ვნახავდი ამ ჩხუბს, თან რაც შეიძლება მალე. არც მერაბმა და არც პიოტრმა სხვა ჩხუბები არ უნდა მიიღონ - პირდაპირ რემატჩი. ვფიქრობ, შესანიშნავი ბრძოლა იქნება. პირველი ჩხუბი მერაბმა ცალსახად მოიგო, მეორეში კი ბევრი რამ დეტალებზე იყო დამოკიდებული. როდესაც მებრძოლის კუთხეში ხარ, გგონია, რომ რაუნდი მოიგე, თუმცა ეს ასე არაა. საერთო ჯამში მეორე ჩხუბში იანი უკეთესად გამოიყურებოდა, ამიტომ სამართლიანად გაიმარჯვა, თუმცა მესამე დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება.

კიდევ ერთი დიდი ბრძოლა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის მონაწილეობით უნდა შედგეს. ეს აუცილებლად უნდა ვნახოთ. ერთი ასეთი დიდი ბრძოლა ჩაიშალა, ვინაიდან ისლამ მახაჩევი ზედა წონაში ავიდა და ჩემპიონი გახდა, მაგრამ ახლა მსუბუქ წონაში კიდევ ერთი ტოპ-კონტენდერი ჰყავს. დასანანია, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი ვერ ვიხილეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თოფურია-ცარუკიანის ჩხუბი შედგება და ყველანი გავიგებთ, ვინ არის მსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი.

პროგნოზის გაკეთება რთულია: ცარუკიანი დგომში საკმაოდ ჭკვიანურად იცავს თავს, გალიასთან მისი მიმწყდევა რთული იქნება. დიდი ალბათობით, ბრძოლა მეოთხე-მეხუთე რაუნდებში გადავა და დაღლილობის ფონზე ორივეს ნამდვილი საჩემპიონო საბრძოლო ინტელექტის ჩვენება მოუწევს“.

რაც შეეხება დანარჩენ სამ ჩხუბს, სტერლინგის თქმით, ის ტომ ასპინალისა და ჯონ ჯონსის დაპირისპირების, მაიკლ ჩენდლერისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის, ასევე ალეშანდრე პანტოჟას და კიოჯი ჰორიგუჩის ჩხუბის ნახვას ისურვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანი ძალიან მაგარია, მან და ილიამ აუცილებლად უნდა იჩხუბონ“ | კორმიეს კომენტარი
„ცარუკიანი ძალიან მაგარია, მან და ილიამ აუცილებლად უნდა იჩხუბონ“ | კორმიეს კომენტარი