მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„შესაძლოა, უმარი არ დამეთანხმოს, მაგრამ...“ - მახაჩევმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა თავისი თანაგუნდელის, უმარ ნურმაგომედოვისა და სუპერმსუბუქი წონის ქართველი ექსჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის პოტენციურ რემატჩზე ისაუბრა.

მახაჩევის თქმით, მას უმარისა და პიოტრ იანის ჩხუბზე მეტად „ახალგაზრდა არწივისა“ და „მანქანის“ რემატჩი აინტერესებს.

„მართალი გითხრათ, უმარისა და მერაბის ჩხუბი უფრო მაინტერესებს, ვიდრე უმარისა და იანის დაპირისპირება, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში უმარი დამარცხდა. ამ წაგებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ვიცი, რომ უკეთესად ჩხუბი და დვალიშვილის დამარცხება შეუძლია.

უმარი ჯერ ახალგაზრდაა, მას საკმარისი დრო აქვს წინ, რომ ჩემპიონი გახდეს, მაგრამ რევანშის აღება კარგი იქნებოდა. კარიერაში ერთი მარცხი მაქვს და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რევანშის აღება აღარ შემიძლია. უმარს კი ასეთი შანსი აქვს, მითუმეტეს რომ მერაბი რეიტინგის პირველი ნომერია. შესაძლოა, უმარი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ახლა მერაბს ეჩხუბოს“.

როგორც იცით, მიმდინარე წლის იანვარში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონის ტიტული პირველად დაიცვა. მას შემდეგ ნურმაგომედოვმა მსაჯთა გადაწყვეტილებით მარიო ბაუტისტას მოუგო, 25 იანვარს კი დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დვალიშვილს, უმართან ბრძოლის შემდეგ მან ქამარი კიდევ ორჯერ დაიცვა (შონ ომალი და კორი სენდჰეგენი), რამდენიმე კვირის წინ კი ჩემპიონის ქამარი პიოტრ იანთან რემატჩში დათმო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილამდე ომალის უნდა ებრძოლოს“ - რუსმა სპორტსმენმა იანზე ისაუბრა
„დვალიშვილამდე ომალის უნდა ებრძოლოს“ - რუსმა სპორტსმენმა იანზე ისაუბრა