ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

„ლივერპულმა მაგალითი სიტისგან უნდა აიღოს“ - კარაგერი სლოტს ურჩევს

უკანასკნელ პერიოდში „ლივერპულმა“ თამაშის ხარისხი შედარებით გამოაწორა, მაგრამ ეს ის ნამდვილად არ არის, რასაც მერსისაიდელებისგან მათი ერთგული გულშემატკივარი ითხოვს. შესაბამისად, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან. ასეთ სავალალო ვითარებას „ლივერპული“ რომ ასცდეს, ამ გუნდის ვეტერანი მოთამაშის ჯეიმის კარაგერის აზრით, რომელიც ამჟამად სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს, გამოსავალი შემდეგში მდგომარეობს:

„2025 წლის დეკემბრის მონაცემებით „ლივერპული“ ზუსტად ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც შარშან ამ დროს „მანჩესტერ სიტი“ იყო. როგორ მოიქცა მაშინ პეპ გუარდიოლა? ტრანსფერებში 180 მილიონი ფუნტი დახარჯა და აბდუკოდირ ხუსანოვი, ვიტორ რეისი, ომარ მარმუში და ნიკო გონსალესი დაიმატა. შედეგად „ქალაქელებმა“ მაშინ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, წელს კი ისევ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან.

რეისი, გონსალესი, ხუსანოვი და მარმუში „სიტისთან“ მოკლევადიანი იმპულსის მიმცემები იყვნენ და ისინი წელს ისეთივე ხარისხიანები აღარ არიან. სწორედ ასეთი მოკლევადიანი იმპულსისთვის დასჭირდება „ლივერპულსაც“ შევსება. არნე სლოტს ვურჩევ, იანვარში ცენტრფორვარდი და ცენტრალური მცველი დაიმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ოთხეულს მიღმა დარჩნენ“.

ცნობისათვის, ჩვიდმეტ ტურში დაგროვებული 29 ქულით „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ჩელსის“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარში ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა...“ - Liverpoolecho მამარდაზე
„კარში ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა...“ - Liverpoolecho მამარდაზე