დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას შვილები ფეხბურთელებთან ერთად გამოვლენ | ეს ვულვზთან მატჩში მოხდება

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ვულვზს“ დაუპირისპირდება. „წითლები“ მატჩს „ენფილდზე“ გამართავენ და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დიოგუ ჟოტას ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგოს პატივი.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჟოტას ორი შვილი — დინისი და დუარტე — მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებთან ერთად, ხელჩაკიდებული გავლენ მოედანზე. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ჟესტი სწორედ „ვულვზთან“ შეხვედრისას განხორციელდება — „ენფილდზე“ გადასვლამდე ჟოტა სწორედ „მგლების“ ღირსებას იცავდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ლივერპული“ და „ვულვზი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არნე სლოტმა აღნიშნულ თემაზე ისაუბრა და განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ სიყვარული, რომელსაც ლივერპულის გულშემატკივრები დიოგუს მიმართ გამოხატავენ, მის მეუღლესა და შვილებს ნუგეშს მოუტანს“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ჟოტა თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე კლუბი იტალიიდან | მოქმედი ჩემპიონი წიტაიშვილს აკვირდება
მეორე კლუბი იტალიიდან | მოქმედი ჩემპიონი წიტაიშვილს აკვირდება