„იმედია აღარასდროს დამარცხდება“ - ადესანიამ პერეირასთან ბრძოლები გაიხსენა
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ალექს პერეირამ და ისრაელ ადესანიამ ორი საჩემპიონო ჩხუბი ჩაატარეს და ორივეში გულშემატკივარმა ოქტაგონში ნოკაუტი იხილა. თუ პირველ შემთხვევაში „იზის“ „პოატანმა“ აჯობა, ნახევარი წლის შემდეგ ბრაზილიელი ადესანიამ გათიშა და სრულფასოვანი რევანში აუღო. ამ უკანასკნელმა მაშინდელი ბრძოლები ახლა გაიხსენა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ისრაელ ადესანია
პერეირასთან პირადული დაპირისპირება არასოდეს მქონია. უბრალოდ კარგად ვიცოდი, რომ ერთადერთი ვიყავი, რომელსაც ტექნიკური თვალსაზრისით მისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო. აქედან გამომდინარე, ვამაყობ იმ ფაქტით, რასაც მან ჩემთან ნოკაუტით მარცხის შემდეგ მიაღწია. ალექსი ისევ მწვერვალზეა და ქვემძიმე წონის ორგზის ჩემპიონია - იმედია ის აღარასოდეს წააგებს.
მაშინ შეიძლება ისიც ითქვას, რომ რემატჩის სურვილი ხალხის რეაქციამ გამიჩინა. ყველა ამბობდა, მორჩა ისრაელ ადესანია ალექს პერეირასთან ოქტაგონში შესვლას ვეღარ გაბედავს და მაშინვე დენა უაითს ვუთხარი: „გთხოვ, მომეცი პო ატანთან დაპირისპირების კიდევ ერთი შანსი“.
ცნობისათვის, ისრაელ ადესანიამ საშუალო წონით დივიზიონში ბოლოს ნასურდინ იმავოვთან იჩხუბა და ნოკაუტით დამარცხდა. ალექს პერეირამ კი რემატჩში მაგომედ ანკალაევის გათიშვის შემდეგ ქვემძიმე დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.