ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა | მიქაუტაძემ მას პატივი მიაგო
ჟან-ლუი გასე გარდაიცვალა. „მონპელიეს“ ექს-ფეხბურთელი და საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ოჯახზე დაყრდნობით გაავრცელა.
მომხდარს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა: „ზოგიერთი ადამიანი ფეხბურთზე კვალს მოედნის მიღმაც ტოვებს. მუსიე გასე მათ შორის იყო. მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ის მიმართ უდიდესი პატივისცემა მქონდა. მის ოჯახს თანავუგრძნობ, მშვიდად განისვენე მუსიე გასე.“
გასე ნახევარდაცვაში თამაშობდა და კარიერის უდიდესი ნაწილი „მონპელიეში“ გაატარა. ბუცების კედელზე ჩამოკიდების შემდეგ მან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. გასე „ბორდოში“ ლორან ბლანის ასისტენტი იყო და ჟირონდელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
„ბორდოდან“ ის და ბლანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გადავიდნენ, შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენში“ მუშაობდნენ. მას კარიერაში სამი ლიგა 1, სამი ლიგის თასი, სამი საფრანგეთის თასი და კიდევ სამი ტიტული მოუგო.