ხვიჩა კვარაცხელია, მატვეი საფონოვი, ჟოაუ ნევეში, ვილიან პაჩო
Aa
Aa

Le Parisien-ის რჩეულები - ვინ გახდა დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე

გავლენიანმა პრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა „პარი სენ-ჟერმენიდან“ დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გამოცემის ვერსიით, დეკემბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი მატვეი საფონოვი იყო. რუსის აღიარება დიდწილად საკონტინენტთაშორისო თასის ფინალმა გამოიწვია, რომელშიც პსჟ-მა ბრაზილიური ფლამენგო პენალტების სერიაში, 4:1 დაამარცხა, მატვეი საფონოვმა კი 4 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. საგულისხმოა, რომ მოგვიანებით, ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ რუს მეკარეს ხელის ტრავმით უწევდა ასპარეზობა, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც მატჩის გმირი გახდა.

საბოლოოდ, მატვეი საფონოვმა Le Parisien-სგან 7.25-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე 7 ქულით უორენ ზაირ-ემერია, მესამეზე 6.31 ქულით ვილიან პაჩო, მეოთხეზე 6.03 ქულით ჟოაო ნევეში, მეხუთე პოზიციაზე კი 6 ქულით ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ამჟამად საშობაო შესვენებაზეა გასული და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „პარიზთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგა 2027/28: წილისყრა, კალენდარი, სიახლეები და მოლოდინები
ერთა ლიგა 2027/28: წილისყრა, კალენდარი, სიახლეები და მოლოდინები