ყველაზე საიმედო და სტაბილური | თევზაძე ყაზახეთში საუკეთესო მცველია
ყაზახურმა Extratime-მა ტელეგრამში საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ყაზახეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველი ქართველი ზურაბ თევზაძეა. ყაზახური გამოცემა თევზაძეს ჩემპიონატის ყველაზე საიმედო და სტაბილურ მცველად მიიჩნევს.
ჩემპიონატის 26-დან 26-ვე მატჩში სასტარტოში იყო, ერთხელაც არ შეუცვლიათ. 1 გოლი გაიტანა, „ასტანასთან’’ ანგარიში გახსნა. სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
- ორთაბრძოლები მინდორზე: 140 / 101 მოგებული
- ორთაბრძოლები ჰაერში: 122 / 77 მოგებული
- ჩაჭრები: 110
- მოგერიებული ბურთი: 233
- ბლოკირებები: 21
- გადაცემები: 1955
- სიზუსტე: 90%
- გადაცემები წინ: 940 (81% სიზუსტით)
- პროგრესული გადაცემები: 173
ყაზახური sportplustv-ის ვერსიით თევზაძე სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
1,89 მ. სიმაღლის ცენტრალური მცველი 2024 წლის ზამთარში ლევან კორღალიძემ, რომელიც მაშინ „ჟენესის'' მთავარი მწვრთნელი გახდა, თევზაძე ყაზახურ კლუბში მიიწვია და მას შემდეგ თევზაძე ამ გუნდის ღირსებას იცავს. 31 წლის ფეხბურთელის კარიერაში გასული სეზონი საუკეთესო იყო. გასული სეზონის დასრულების შემდეგ კლუბმა მასთან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე ყაზახურ კლუბში ითამაშებს.
2025 წლის სეზონში „ჟენესი'', რომლის შემადგენლობაში ზურაბ თევზაძესთან ერთად ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობს, ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა.