მეოთხე მეოთხედში 17 ქულით აგებდნენ და მოიგეს | ნიქსის საოცარი გამარჯვება კლივლენდთან
NBA-ის საშობაო ღამის მატჩები „ნიუ იორკ ნიქსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ შეხვედრით გაიხსნა. „ნიქსმა“ საოცარი დაპირისპირება მოიგო და დონოვან მიტჩელი და კომპანია ორი ქულით, 126:124 დაამარცხა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „კავალიერსი“ მარტივად გაიმარჯვებდა. საფინალო სირენამდე 10 წუთითა და 3 წამით ადრე, „ნიქსი“ 17 ქულით აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და „მედისონ სქუეარ გარდენზე“ შეკრებილ გულშემატკივარს ბრწყინვალე გამარჯვება აჩუქა.
„ნიუ იორკის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო, რომელმაც 34 ქულა მიითვალა. ჯორდან კლარკსონს 25 ქულა ჰქონდა, ხოლო ტაილერ კოლეკმა 16 ქულა გააკეთა, რომელთაგან 11-იც ბოლო მეოთხედში ჩააგდო. „კავალიერსის“ მხრიდან 34 ქულით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. დარიუს გარლანდმა 20 ქულა და 10 ასისტი მიითვალა.
ცნობისთვის, „ნიქსს“ 21 მოგება და 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა. „კლივლენდი“ 17 მოგებითა და 15 წაგებით მეშვიდე პოზიციას იკავებს.