გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს ჩაკვეს უოტფორდს

Opta-მ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის ფავორიტების რეიტინგი განაახლა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდია“, რომელსაც 22 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზე იმყოფება.

Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „კრაზანებს“ 1.04%-იანი შანსი აქვთ, რომ პირველ ან მეორე ადგილზე გავიდნენ და პრემიერ ლიგაში პირდაპირ გადავიდნენ. იმის ალბათობა, რომ „უოტფორდი“ საპლეიოფო ზონაში მოხვდება და მესამე, მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე პოზიციას დაიკავებს, 13.94%-ს შეადგენს.

Opta-ს პროგნოზით, „კრაზანები“ სეზონს 64 ქულით დაასრულებენ და მეექვსე ადგილზე გასასვლელად 4 ქულა დააკლდებათ. შესაბამისად, „უოტფორდი“ მე-12 პოზიციას დასჯერდება, ხოლო მისი გავარდნის ალბათობა მხოლოდ 0.98%-ია.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს გამართავს. თბილისის დროით 19:00 საათზე „კრაზანები“ სტუმრად „ლესტერს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც 31 ქულა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი