გარნეტი: „კარის ეპოქაში ვცხოვრობთ“
როდესაც ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე მიდის საუბარი, თანამედროვე მოთამაშეებიდან ყველა უპირველეს ყოვლისა ლებრონ ჯეიმსს ახსენებს და სწორედ მას და რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ კობი ბრაიანტს ადარებენ მაიკლ ჯორდანს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება კევინ გარნეტი, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ამაზე უკვე ბევრჯერ და ბევრ ადამიანთან ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყველა სტეფ კარის ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან ის თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეა. კალათბურთი ბოლო პერიოდში შორეულ ტყორცნებზეა დამოკიდებული ზედმეტადაც გახდა და როდესაც ამაზე საუბარს ვიწყებთ, პირველ რიგში სტეფ კარი გვახსენდება, რომელიც პერიმეტრიდან სროლების მესია“.
ცნობისათვის, კევინ გარნეტი „ბოსტონის“ შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი 2008 წელს გახდა, იქამდე 2004 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის MVP გახდა, ხოლო „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ 15-ჯერ იასპარეზა.