„ფეხსაცმლის თასმას ასჯერ თუ შევიკრავ, რეკორდია“ - ჯეიმსის ინტერვიუ სტივ ნეშთან
წლების მატებასთან ერთად, ლებრონ ჯეიმსის მიერ დამყარებული რეკორდების რაოდენობა მატულობს. ამას თავად NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელიც კარგად ხვდება და შესაბამისად, მსგავს მიღწევებს დიდ ყურადღებას აღარ აქცევს. სწორედ სხვადასხვა სახის რეკორდებზე ჩამოვარდა საუბარი ჯეიმსის სტივ ნეშის პოდკასტში Mind The Game-ში სტუმრობისას და „ლეიკერსის“ ლიდერმა საკმაოდ საინტერესოსთან ერთად, სახალისო კომენტარიც გააკეთა.
ლებრონ ჯეიმსი
რეკორდებზე უკვე დიდი ხანია არაფერი ვიცი - არაფერს ვითვლი, თვალყურს არ ვადევნებ და მათ დამყარებას არ ვცდილობ. უბრალოდ, დარბაზში გავდივარ და ცოტას გავირბენ თუ არა, რაღაც ახალი მიღწევის ავტორი ვხდები. თანაგუნდელები მეხუმრებიან, რომ თასმას ასზე მეტჯერ თუ შევიკრავ, დაწერენ, რომ ამ მხრივაც ყველა დროის რეკორდსმენი გავხდი.
ბოლო მატჩშიც, ისე რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, საფინალო სირენის შემდეგ ერთი უცნობი ადამიანი მოვიდა და მითხრა, რომ მოგებათა რაოდენობით რობერტ პერიშს გავუსწარი. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა მოგვიანებით მობილურში თავად პერიშის მოსალოცი შეტყობინება ვნახე და ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. ვინ არის პირველ ადგილზეა? მგონი კარიმ აბდულ ჯაბარი, თუ რობერტ ორი? ზუსტად არ ვიცი.
ცნობისათვის, ამ ყველაფრის შემდეგ ნეშმა Google-ში მოიძია ინფორმაცია და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე სწორედ კარიმ აბდულ-ჯაბარი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ხუმრობით ლებრონს უთხრა, რომ მისი პოდკასტის ამ გამოშვებას დაარქმევდი სახელს: „ლებრონი კიდევ ერთი წლით აბდულ-ჯაბარის რეკორდის დასამხობად რჩება“. ამ ყველაფერზე ჯეიმსის პასუხი ასეთი იყო: „სტივ, არ გინდა, თუ ღმერთი გწამს“.