ერლინგ ჰოლანდი, გელა დუე, ამად დიალო
Aa
Aa

ორი ულამაზესი გოლი და ჰოლანდის გადამწყვეტი ბურთი - ნორვეგია 1/8-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები გრძელდება. დღეს მორიგი 1/8-ფინალისტი გამოვლინდა. ნორვეგიამ კოტ დივუარს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია და ისტორიაში პირველად შეძლო საპლეიოფო ბარიერის დაძლევა.

ნორვეგიელებმა თითქოს ლოგიკური 0:0-ით დასრულებული პირველი ტაიმის მოგება შეძლეს. დაბალ ტემპისა და მწირი საგოლე მომენტების ფონზე, ანტონიო ნუსამ ინდივიდუალური ოსტატობა გვიჩვენა და გოლი შედევრი შექმნა.

მეორე ნახევარი ნორვეგიელთა სცენარით მიმდინარეობდა, თითქოს საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ ეს იქამდე, სანამ მოედანზე ამად დიალო არ შევიდოდა. მე-60 წუთზე ცვლილებაზე შესულმა ამადმა, 74-ე წუთზე ნუსას ასევე გოლი შედევრით უპასუხა და კოტ დივუარს იმედი ჩაუსახა.

1:1-ის შემდეგ, თითქოს მატჩი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა, თუმცა აფრიკელებმა დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს - 86-ე წუთზე ერთბაშად სამი მცველი პატრიგ ბერგისკენ გადავიდა, რომელმაც მარტო დარჩენილ ერლინგ ჰოლანდს დროულად გადააწოდა და - 2:1.

94-ე წუთზე ამად დიალო საჯარიმო დარტყმით მორიგი შედევრის შექმნას ცდილობდა, თუმცა ნიულანდმა დარტყმის მოგერიება შეძლო.

ამრიგად, 5 ივლისს, ნორვეგია 1/8-ფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები