იან დიომანდე
Aa
Aa

დიომანდე: პსჟ? ინტერნეტი არ მაქვს, არაფერი ვიცი, ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ლაიპციგისა“ და კოტ დივუარის ნაკრების გარემარბმა, იან დიომანდემ, „პსჟ“-ს მხრიდან ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

ბოლო დღეებში სანდო წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზულმა კლუბმა 19 წლის გარემარბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა გასარკვევია რა თანხაზე მორიგდებიან თავად კლუბები.

„ამის შესახებ თქვენგან ვიგებ. ინტერნეტი არ მაქვს, არც ინსტაგრამი და ტიკტოკი. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბთან, მე კი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

ჩემს აგენტთან ამაზე საუბარიც კი არ მინდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ოთხ წელიწადში ერთხელ გეძლევა და ამ მომენტით უნდა ისიამოვნო. მინდა, ჩემს ნაკრებთან ერთად ისტორია დავწერო და ვაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია“,

- განაცხადა დიომანდემ.

არის ვარიანტი, რომ პსჟ-მ დიომანდე გაიფორმოს და შემდეგ 1 წლით იჯარით „ლაიპციგში“ დატოვოს. კლუბები ამ საკითხზე ჯერჯერობით მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები