The Athletic: მუნდიალის შემდეგ ბარსა ატლეტიკოს 130 მილიონს შესთავაზებს
„ბარსელონა“ ხულიან ალვარესთან დაკავშირებით ახალ შეთავაზებას გააკეთებს.
კატალონიურ კლუბს „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონი ევროს შეთავაზება შეუძლია, წერს The Athletic. სავარაუდოდ, „ბლაუგრანა“ ამ ნაბიჯს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადადგამს.
„ბარსელონაში“ აღიარებენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მადრიდელებთან ურთიერთობა დაძაბული იყო, თუმცა იმედოვნებენ, რომ „ატლეტიკო“ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება.
ასევე აღინიშნება, რომ „ბარსა“ ახლახან „ბაიერნის“ ფორვარდის, ჰარი კეინის გარემოცვას დაუკავშირდა. წყაროების ცნობით, კონტაქტები გაცნობითი ხასიათის იყო.
როგორც წყარო წერს, ინგლისელი ფეხბურთელი მიუნხენური კლუბიდან წასვლით დაინტერესებული არ არის. მოსალოდნელია, რომ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.