„ილია მისმა სიამაყემ დაღუპა, როცა იფიქრა, რომ...“ - რას სამბობს ბრაის მიტჩელი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზონის მებრძოლმა და ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ილია თოფურიას მარცხზე ისაუბრა და „ელ მატადორთან“ თავისი ჩხუბიც გაიხსენა.
რას ამბობს მიტჩელი:
„ვფიქრობ, მარცხი სწორედ ილიას სიამაყის ბრალია. ზუსტად ასე ვიყავი, როდესაც ილიას ვეჩხუბებოდი. ბრძოლამდე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ზედმეტად ამაყი აღმოვჩნდი საიმისოდ, რომ ბრძოლაზე უარი მეთქვა და ამავდროულად, საკუთარი თავისთვის მეთქვა: „ჰეი, ავად ვარ. აქ არ უნდა ვიყო“. იმ დროისთვის დაუმარცხებელი ვიყავი და სწორედ ეს სიამაყე მაფიქრებინებდა: „არა, ეს ტიპი ვერ დამამარცხებს. კარგად ვარ“. მეორე რაუნდში უკვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე წასული იყო.“
„პირველ რაუნდში თავს ნორმალურად ვგრძნობდი. მაგრამ პირველი რაუნდის ბოლოს და მეორეს დასაწყისში უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი და სწორედ მაგ დროს დამღუპა ჩემმა სიამაყემ. ის კი სიამაყემ მაშინ დაღუპა, როცა იფიქრა, რომ ჯასტინ გეიჯი მას ვერაფერს დაუშავებდა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელის ბრძოლა 2022 წელს გაიმართა და მაშინ, „ელ პატადორმა“ საბმიშენით გაიმარჯვა.
რამდენიმე დღის წინ, ილიას ფიზმომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თოფურია დეკემბერში საჩხუბრად მზად იქნება.