ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

რაიო ვალეკანოსთან მატჩს არ დაესწრებიან? | გრანადას ფანების პროტესტი

კოპა დელ რეის 1/16-ფინალში ლუკა გაგნიძის „გრანადა“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 იანვარს გაიმართება და „როხიბლანკოს“ საშინაო სტადიონზე, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

Marca-ს ინფორმაციით, „გრანადას“ გულშემატკივართა ნაწილი მატჩისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს. ამის მიზეზი ბილეთების ფასებია. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 55-დან 80 ევრომდე მერყეობს, ხოლო სეზონური აბონემენტის მფლობელებს დამატებით 20 ევროს გადახდა მოუწევთ.

„გრანადას“ გულშემატკივართა ერთ-ერთმა გაერთიანებამ — Unión Granadinista-მ — ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ფანებს ბოიკოტისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მშვიდობიანი აქციაც დააანონსა, რომელიც მატჩის დაწყებამდე გაიმართება და კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის გაპროტესტებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, ლიგა 2-ის 19 ტურის შემდეგ „გრანადა“ გასავარდნ ზონაში იმყოფება. „როხიბლანკოსს“ 21 ქულა აქვს და ესპანეთის მეორე დივიზიონში მომდევნო შეხვედრას „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ხელფასის შემცირება და ბონუსების გაზრდა - პსჟ და დემბელე მოლაპარაკებებს იწყებენ
    ხელფასის შემცირება და ბონუსების გაზრდა - პსჟ და დემბელე მოლაპარაკებებს იწყებენ