გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„კონტაქტი არის, შეთანხმება არა“ - გულიაშვილი აიკში არ გადავა?

ბოსნია & ჰერცეგოვინულ მედიაში, გიორგი გულიაშვილის „სარაევოდან“ აიკ-ში შესაძლო ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

ადგილობრივი სააგენტო sportske.ba ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე, ლორენცო ლეპორეზე დაყრდნობით წერს, რომ ბოსნიურ და შვედურ გუნდებს შორის შეთანხმება არ არსებობს და დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გულიაშვილი „სარაევოს“ არ დატოვებს.

რა წერია სტატიაში:

იტალიელმა ჟურნალისტმა, ლორენცო ლეპორემ უარყო ბოლო დღეებში ბოსნია-ჰერცეგოვინას მედიის ნაწილში გავრცელებული ინფორმაცია გიორგი გულიაშვილის თითქოსდა შემდგარი ტრანსფერის შესახებ.

როგორც ლეპორემ გამოაქვეყნა, სტოკჰოლმის „აიკი“ და „სარაევო“ ამ დროისთვის არ არიან ახლოს შეთანხმებასთან ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე, მიუხედავად იმ მტკიცებებისა, რომ გარიგება უკვე დასრულებულია.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ორ კლუბს შორის კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს. ლეპორემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსფერი რეალიზებისგან შორს არის და ამ მომენტში არ შეიძლება საუბარი დასრულებულ ან თითქმის შეთანხმებულ გარიგებაზე.

24 წლის გიორგი გულიაშვილმა ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. „სარაევო“ ახლა საახალწლო შესვენებაზეა გასული და მომდევნო შეხვედრას 7 იანვარს, საკუთარ მოედანზე „რადნიკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში