კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„ზიდანზე წინ ვერასოდეს დადგება“ - ლებეფმა მბაპეს მინუსებზე ისაუბრა

წლევანდელ სეზონში კილიან მბაპე არამხოლოდ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად არ ტოვებს და როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ბომბარდირთა დავის ლიდერია. ყოველივე ამის ფონზე, დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, რომ კილიანი საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც ვეტერანი ფრანგი მცველი ფრანკ ლებეფი კატეგორიულად არ ეთანხმება და საკუთარი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა:

„ხალხს გამორჩეულად ზინედინ ზიდანი უყვარს იმის გამო რისი გაკეთებაც მას საფეხბურთო მოედანზე შეეძლო. გარდა ამისა, ის საკუთარი საქციელითაც სამაგალითო გახლდათ მიუხედავად იმ შეცდომისა, რომელიც ზიზუმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაუშვა. რაც შეეხება კილიან მბაპეს, მის პირად ცხოვრებაში არსებული დავები საჯარო გახდა, რამაც გულშემატკივრები ძლიერ გააღიზიანა.

კილიანი ზიზუზე წინ ვერასოდეს დადგება და არამხოლოდ ის, არამედ სხვებიც. მიშელ პლატინი და რაიმონ კოპა თავისი თაობის გამორჩეული ვარსკვლავები და გულშემატკივრების კერპები იყვნენ, მაგრამ უმეტესობა ზიდანს ახლა მათზე წინ აყენებს.

მბაპე არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და როგორც ფრანგი მისით ვამაყობ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება საიმისოდ, რომ ყველას ათქმევინოს: „ვაუ, რა მაგარია“. შეტევების ბრწყინვალე დამგვირგვინებელია და „რეალს“ გაუმართლა კილიანი რომ ჰყავს, რადგან მოედნიდან უგოლოდ პრაქტიკულად არ გადის, მაგრამ მისგან გაცილებით მეტი მსურს - მინდა, რომ ბურთის დაკარგვისთანავე, დაცვაში ჩამოდიოდეს და მის დაბრუნებაზე ზრუნავდეს, რათა ყველა დაგვარწმუნოს, რომ გუნდურ მოთამაშედ იქცა“.

ცნობისათვის, ფრანკ ლებეფი მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთეს დასაწყისში საფრანგეთის ნაკრების დაცვის შეუცვლელი წევრი გახლდათ და „სამფეროვნების“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი (1998), ევროპის ჩემპიონატი (2000) და კონფედერაციათა თასი (2001) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ჩემთვის პატივია“ - მბაპე რონალდუს რეკორდის გამეორებაზე
“ეს ჩემთვის პატივია“ - მბაპე რონალდუს რეკორდის გამეორებაზე