გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

„საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობა არაა“ | მოისწრაფიშვილი

გიორგი მოისწრაფიშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო. „ტრნავას“ ფეხბურთელმა საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის არსებულ განსხვავებებზე ილაპარაკა.

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ოღონდ სლოვაკეთში ეს ყველაფერი უკეთესადაა შეფუთული, კარგი მინდვრები აქვთ, მეტი ხალხი დადის, უფრო მეტი ყურადღება ექცევა და თამაშების გაშუქებაც მაღალ დონეზე ხდება.

ფიზიკურ მომზადებაში კი დიდი განსხვავებაა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არსებობს და ამ კუთხით საქართველოს ჩემპიონატში ძალიან დაბალი დონეა. ტემპი ძალიან დაბალია. სლოვაკეთში რომ გადავედი თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ თანდათან შევეჩვიე და ახლა ყველაფერი რიგზეა.“

ცნობისთვის, მოისწრაფიშვილს „ტრნავას“ მაისურით სლოვაკეთის ჩემპიონატში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემაა. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი