უმტიტი: საფრანგეთში თავში ხშირად უვარდებათ - მინდოდა ინიესტას მსგავსი მოთამაშეებისგან მესწავლა
„ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ფეხბურთელები წარმატების ფონზე გამორჩეულები გახდნენ და უბრალოებას კარგავენ.
უმტიტიმ პარალელი ინიესტასთან და სხვა ესპანელ ფეხბურთელებთან გაავლო.
„ადამიანური თვალსაზრისით, ისეთი მოთამაშეები, როგორიც ინიესტაა, საუკეთესონი არიან. ის ისედაც წარმოუდგენელი მოთამაშეა, მაგრამ პიროვნულად... ხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოგებული აქვს, ის ზედმეტად ამაყი არ გამხდარა და არ შეცვლილა, ზემოდან არავის უყურებს.
საფრანგეთში ხდება ხოლმე, რომ მოთამაშეები, რომლებმაც ჯერ მხოლოდ პირველი პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმეს, უკვე ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულები არიან, ყიდულობენ პირველ ავტომობილებს და გონიათ - წარმატებას უკვე მიაღწიეს. მათ თავში ხშირად უვარდებათ.
მაგრამ იქ (ესპანეთში) ყველაფერი სხვანაირადაა. მოთამაშეები უბრალო ადამიანები არიან, ბაზაზე თავიანთი სპონსორების, Adidas-ისა და Puma-ს ფორმებით მოდიან, მაშინ როდესაც საფრანგეთში სავარჯიშო ბაზებზე თითქმის მოდის ჩვენებები იმართება ხოლმე.
მინდოდა მესწავლა ისეთი მოთამაშეებისგან როგორებიც ესპანეთშია. ეს გეხმარება, რომ მიწაზე მყარად იდგე“,
- თქვა უმტიტიმ The Elevate House-ის პოდკასტში.