იანი მერაბს 10-დან ათივე ბრძოლაში დაამარცხებდა | გუსკოვს იანი ძალიან მოსწონს
MMA-ს მებრძოლმა ბოგდან გუსკოვმა, რომელიც 2023 წლიდან UFC-ში გამოდის, პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. 33 წლის უზბეკის აზრით, იანი მერაბს 10-დან ათივე ბრძოლაში დაამარცხებდა. გუსკოვის კომენტარს MMA Arena ავრცელებს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდებოდა ეს 10 ბრძოლა მერაბისა და პიოტრ იანის იდეალურ პირობებში ყოფნის შემთხვევაში?
- მე აქ ალბათ მიკერძოებული ვიქნები. ათივე ბრძოლაში გამარჯვებას პიოტრს მივანიჭებდი. მე მისი „ფანი“ ვარ. მომწონს მისი ბრძოლები. მომწონს მისი ბრძოლის მანერა და აგრესიული სტილი. ის ოქტაგონზე ძალიან კარგ შოუს დგამს. მე მისი “ფანი“ ვარ.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 7 დეკემბერს დაუპირისპირდნენ. ქართველი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შედეგადაც ჩემპიონის ქამარი დაკარგა.