კენან ილდიზი
Aa
Aa

მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება - ილდიზის პირობები ცნობილია

კენან ილდიზსა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ტურინული კლუბის შეფებმა 20 წლის თურქ შემტევს უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით, რომ 2029 წლამდე მოქმედი თანამშრომლობა კიდევ რამდენიმე წლით გაეხანგრძლივებინა, მაგრამ მისგან ისეთი პირობები მოისმინეს, რომლის შესრულებაც წესით და რიგით ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

თურქი ფეხბურთელი თვლის, რომ საკუთარი თამაშის ხარისხით გაცილებით მაღალი ანაზღაურება დაიმსახურა და სურს ახალი ხელშეკრულების მიხედვით მისი ხელფასი 1,7 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე გაიზარდოს და იმდენივე მიიღოს, რამდენსაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს ჯონათან დევიდს უხდიან. ბიანკონერის შეფები კი მხოლოდ ბონუსურ სისტემას თანხმდებიან, რომლის მიხედვითაც ჩატარებული მატჩებისა და მისი საგოლე მოქმედებების რაოდენობით ილდიზის ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ცნობისათვის, კენან ილდიზის ანგარიშზე მიმდინარე სერია A-ში 5 გოლი და 4 საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანზე წინ ვერასოდეს დადგება“ - ლებეფმა მბაპეს მინუსებზე ისაუბრა
„ზიდანზე წინ ვერასოდეს დადგება“ - ლებეფმა მბაპეს მინუსებზე ისაუბრა