მერაბ დვალიშვილი, დიეგო ლოპესი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„წლის მებრძოლი მერაბი, წლის ნოკაუტი ლოპესი...“ - ბელალმა წელი შეაჯამა

ქვესაშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ბელალ მუჰამედმა 2025 წელი შეაჯამა.

ბელალმა დაასახელა წლის ნოკაუტი, ახალგაზრდა ვარსკვლავი, წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი), და წლის მებრძოლი.

წლის ნოკაუტი: დიეგო ლოპესი ჟან სილვას წინააღმდეგ (UFC Fight Night 259).

წლის ახალგაზრდა ვარსკვლავი: ფარეს ზიამი.

წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი): იუსეფ ზალალის გამარჯვება ჯოშ ემეტის წინააღმდეგ - მტკივნეული ილეთი იდაყვის სახსარზე (4 ოქტომბერი).

წლის მებრძოლი: მერაბ დვალიშვილი.

აქვე გეტყვით, რომ მერაბი წლის მებრძოლად ESPN-მაც დაასახელა. ავტორიტეტული პორტალის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში „მანქანამ“ ალექს პერეირას, ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები