MMA Junkies-ის P4P რეიტინგი | რომელზე არიან ილია და მერაბი
ავტორიტეტულმა პორტალმა MMA Junkie-მ UFC-ის Pound-for-Pound რეიტინგის (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების მიუხედავად) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. MMA Junkie-მ 2025 წლის P4P-ის ბოლო ვერსია შემოგვთავაზა და პირველ ადგილს ისლამ მახაჩევი იკავებს.
მეორე პოზიციაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურიაა. მესამე ადგილზე ხამზატ ჩიმაევი იმყოფება, მეოთხეზე — ალექს პერეირა. UFC 322-ზე განცდილი მარცხის მიუხედავად, ალეშანდრე პანტოჟა და მერაბ დვალიშვილი მეხუთე და მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.
მეშვიდე პოზიციაზე „მანქანა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკია. მერვე ადგილზე დრიკუს დუ პლესი იმყოფება, მეცხრეზე — მაგომედ ანკალაევი, მეათეზე — პიოტრ იანი, მეთერთმეტეზე — ჯეკ დელა მადალენა, მეთორმეტეზე — არმან ცარუკიანი, მეცამეტეზე — ტომ ასპინალი, მეთოთხმეტეზე — მაიკლ მორალესი, ხოლო მეთხუთმეტე პოზიციას მაქს ჰოლოუეი იკავებს.
ცნობისთვის, UFC-ის P4P რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) ისლამ მახაჩევი, 2) ილია თოფურია, 3) ხამზატ ჩიმაევი, 4) ალექს პერეირა, 5) ალექსანდრ ვოლკანოვსკი, 6) პიოტრ იანი, 7) მერაბ დვალიშვილი, 8) ტომ ასპინალი, 9) ალეშანდრე პანტოჟა, 10) მაქს ჰოლოუეი, 11) დრიკუს დუ პლესი, 12) ჯოშუა ვენი, 13) მაგომედ ანკალაევი, 14) ჯეკ დელა მადალენა, 15) არმან ცარუკიანი.