ალექს პერეირა, სირილ განი, ჯო როგანი
Aa
Aa

„მძიმე წონაში პერეირა vs განი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - ჯო როგანი

ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმა დაადასტურა, რომ ინფორმაცია ალექს პერეირასა და სირილ განს შორის მძიმე წონის დროებითი ტიტულისთვის შესაძლო ბრძოლაზე - ეს მხოლოდ ჭორები არ არის და ამაზე საუბარი თავად ორგანიზაციის შიგნითაც მიმდინარეობს.

„ბევრი საუბარია იმაზე, რომ პერეირა მძიმე წონაში იჩხუბებს. ბევრი ამბობს იმასაც, რომ ის შესაძლოა სირილ განსაც კი დაუპირისპირდეს. არ ვიცი, ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს. დენა უაითთან ამაზე არ მისაუბრია, თუმცა ეს ლოგიკური ნაბიჯია. პერეირა ახლა 109 კილოგრამს იწონის, შესაძლოა მეტსაც! ეჭვიც არ შეგეპაროთ: ამ ბიჭს მძიმეწონოსნების ნოკაუტით დამარცხება შეუძლია. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე - ის იმაზე ძლიერად ურტყამს, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისი დარტყმის ძალაც კი ოდესმე გაუზომავთ“,

- დასძინა როგანმა.

საუბრები მძიმე წონაში დროებითი ტიტულის შემოღებაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა განაცხადა, რომ წინ ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ასპინალმა სირილ განთან ბრძოლის გაგრძელებაზე თვალში თითის მოხვედრის გამო თქვა უარი.

ამავდროულად, ალექს პერეირამ, რომელიც ქვემძიმე წონის ჩემპიონის ქამარს ფლობს, ახლახან აღნიშნა, რომ „თეთრი სახლის“ ტურნირზე ის აღარ გამოვა და დაუშვა, რომ მისი დებიუტი მძიმე დივიზიონში შესაძლოა ტიტულისთვის ბრძოლით შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები