მოსამზადებელი ეტაპი - საქართველოს ხელბურთის(U18) ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო
როგორ მოგეხსენებათ, საქართველოს ხელბურთის 18-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება და მოსამზადებელ ეტაპს გადის.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩრდ.მაკედონიის სუპერ ლიგის კლუბთან, ეროდრომისთან გამართა და მარტივად 34:25 დაამარცხა.
ცნობისთვის, მომავალი წლის აგვისტოში თელავი 18-წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას „ჩვენებურებიც“ მიიღებენ.
საქართველოს ხელბურთის 18-წლამდე ნაკრები მესამე ამხანაგურ მატჩს კლუბ ალკალოიდთან გამართავს.
განაცხადი:
გიორგი კაპანაძე, საბა ბუიღლიშვილი, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ მამულაშვილი, საბა ფუტკარაძე, თორნიკე გაგუა, ალექსანდრე შიოშვილი, დავით ხელისუფალი, გიორგი კენჭაძე, დიმიტრი თორია, ნიკოლოზ ბოჟაძე, ვანო გურგენიძე, გიორგი მაზანიშვილი, ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა დიასამიძე.