ზედიზედ მესამე გამარჯვება | ხარატიშვილის მორიგი კარგი მატჩი
ჩეხეთის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში „ბანიკი’’ შინ „პარდუბიცესთან’’ 1:4 განადგურდა. გამარჯვებულთა სასტარტო 11-ეულში ქართველმა მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ითამაშა, გაშვებულ გოლში მას ვერ დავადანაშაულებთ, მეტოქის ფეხბურთელი ვერ გაანეიტრალეს და თავით შეაგდო. უმაღლეს ლიგაში ეს ლუკას ზედიზედ მესამე მატჩი იყო, „პარდუბიცემ’’ სამივე მოიგო. ასე რომ ქართველის სასტარტოში გამწესება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ლუკას დებიუტი ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში პრაღის „სპარტასთან'' შედგა, გასვლაზე სენსაციურად გაიმარჯვეს (2:4), შემდეგ შინ „ჰრადეც კრალოვეს'' მოუგეს (1:0), ამ მატჩში ხარატიშვილმა კარი მშრალად შეინახა, დღეს კი მორიგი გამარჯვებით წარმატებული სერია გაგრძელდა.
16-გუნდიან ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ „პარდუბიცე'' 21 ქულით მე-11 ადგილზეა.
შეგახსენებთ, ლუკა ბათუმის „დინამოს'' საკუთრებაა და ერთი სეზონით „პარდუბიცეშია'' განათხოვრებული.