პოლ სქოულზი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„იუნაიტედის დონის მწვრთნელი არ არის“ - სქოულზი ამორიმით უკმაყოფილოა

წინა სეზონთან შედარებით, წელს „მანჩესტერი“ ნორმალურად გამოიყურება და ჯერჯერობით არც ჩემპიონობის და მითუმეტეს არც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი არ დაუკარგავს, რის გამოც რუბენ ამორიმის გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილია. მიუხედავად ამისა, „ალისფერი ეშმაკების“ ერთ-ერთი ლეგენდა პოლ სქოულზი თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „იუნაიტედის“ დონეს არ შეესაბამება და ამის თაობაზე მან The Good, The Bad, The Football-ის პოდკასტში ისაუბრა.

პოლ სქოულზი

როგორც არ უნდა გამოსწორებული იყოს შედეგები, არ ვფიქრობ, რომ რუბენ ამორიმი „მანჩესტერისთვის“ შესაფერისი მწვრთნელია და წერტილი. „იუნაიტედი“ ყოველთვის პირველ რიგში რისკთან და სანახაობასთან ასოცირდებოდა და ჩვენ ისე ვთამაშობდით, რომ ფანებს 5 წუთში ერთხელ სკამებიდან წამოხტომას ვაიძულებდით. გვყავდა გარემარბები, რომლებიც მეტოქეებს ატყუებდნენ და კარში არტყამდნენ, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება.

ამჟამად სულ სხვა კლუბის ასპარეზობას ვადევნებთ თვალყურს - აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორები, ომარ ბერარდი და ჯეისონ უილკოკსი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევენ, მაგრამ ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღარ არის. გუნდი სერ ალექს ფერგიუსონის მისვლამდეც კი, 4-4-1-1, ან 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა, რათა პუბლიკისთვის სანახაობა დაედგა. სამი მცველით არასოდეს გვიასპარეზია და „მანჩესტერი“ როდესაც ანგარიშს გახსნის, დაცვაში კი არ უნდა ჯდებოდეს, უპირატესობის გაზრდაზე უნდა ფიქრობდეს, ამას კი ამორიმი ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის თხუთმეტ ტურში დაგროვებული 26 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეექვსე ადგილზეა და ლიდერ ლონდონის „არსენალს“ 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „ალისფერი ეშმაკები“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბორნმუთს“ მიიღებენ და მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე ვიყავი პროკურორიც, მოსამართლეც და ჯალათიც“ - ფერგიუსონი, როგორც მენეჯერი, მოტივატორი და ფსიქოლოგი
„მე ვიყავი პროკურორიც, მოსამართლეც და ჯალათიც“ - ფერგიუსონი, როგორც მენეჯერი, მოტივატორი და ფსიქოლოგი