შავი ლომი
Aa
Aa

ჩელენჯ თასი | შავი ლომის შემადგენლობა ქონოთთან მატჩისთვის

‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა, 2025/26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში ირლანდიაში, ‘ქონოთთან’ გასამართი მატჩისთვის, 23-კაციან განაცხადში სამი ცვლილება განახორციელა.

გალვეის „დექსქომ სთედიუმზე“ თამაში 13 დეკემბერს ნაშუაღამევს, 00 საათზე დაიწყება.

6 დეკემბერს „ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის ‘მონპელიესთან’ (13:24) მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა და შერკინების მესამე ხაზში მარქაფიდან ლაშა ციხისთავი დაწინაურდა.

დანარჩენმა 14-მა მორაგბემ დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. შერკინების პირველ ხაზში ნიკოლოზ ხატიაშვილს, ირაკლი ქვათაძეს და კახაბერ დარბაიძეს ვიხილავთ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში ციხისთავთან ერთად გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე დადგებიან.

ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე შალვა აფციაური და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლუკა თაყაიშვილია.

ქოქრილმა მარქაფაში ამჯერად 5 მორკინალი და 3 ხაზის მოთამაშე დააყენა. წინა თამაშის შემდეგ აქ ორი ცვლილებაა და ჩელენჯ თასზე დებიუტი მეორეხაზელ გურამ ღანიაშვილსა და ცენტრ ზაურ ლუტიძეს ექნებათ. კვლავ მარქაფაში არიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.

„მონპელიესთან თამაშის შემდეგ კვირა დღე აღდგენას დავუთმეთ, ორშაბათს კი გავიარეთ დეტალურად და გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები. განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შანსი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გვაქვს. მოლოდინი ერთია - გამარჯვება, ხოლო დანარჩენს თამაშის მერე ვნახავთ“ - განაცხადა გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

პირველ ტურში ‘ქონოთი’ ‘ოსფრიზს’ უელსში ეთამაშა, 21:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

2025/2026 წლების ჩელენჯ თასი

პირველი ჯგუფი. მეორე ტური

14 დეკემბერი. კვირა. 00:00 საათი

გალვეი. „დექსქომ სთედიუმი“

შავი ლომი (საქართველო) - ქონოთი (ირლანდია)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: ცარუკიანის გაგდებაც შემეძლო, ყველამ ვიცით, რაც მოხდა...
დენა უაითი: ცარუკიანის გაგდებაც შემეძლო, ყველამ ვიცით, რაც მოხდა...