ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„UFC-ში სულ უფრო გაუგებარ ბრძოლებს ნიშნავენ“ - მახაჩევის მხარდაჭერა ცარუკიანს

ისლამ მახაჩევი საუბრობს UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში არსებულ სიტუაციაზე, სადაც დროებითი საჩემპიონო ქამარი ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გათამაშდება, ხოლო რეიტინგის პირველი ნომერი, არმან ცარუკიანი, უსაქმოდ რჩება.

„დიახ, შესაძლოა ორგანიზაცია ნაწყენი იყოს, მაგრამ ახლა უკვე ისინი ჩემთვის სულ უფრო გაუგებარ ბრძოლებს ნიშნავენ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არმანი ქამრისთვის უნდა ჩხუბობდეს. თუ ის ახლა არ იჩხუბებს, იჩხუბებენ პიმბლეტი და გეიჯი, და ვინც მათგან გაიმარჯვებს, თოფურიას შეებრძოლება – ეს ნიშნავს, რომ არმანი კიდევ ერთი წელი უნდა იყოს უმოქმედოდ. არ ვიცი, მისთვის მძიმე სიტუაციაა.

ჩემს კარიერაშიც ასე იყო – ზედიზედ ათი ბრძოლა მოვიგე, რომ ქამრამდე მივსულიყავი. არმანს, ალბათ, ახლა ცოტა ჭირდება. მან უნდა მოიცადოს და მოითმინოს,“

– თქვა UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ნახევრადსაშუალო წონაში Red Corner MMA-სთან ინტერვიუში.

გეიჯი პიმბლეტს შორის დროებითი სატიტულო ბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენა გახდება, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება, ხოლო ამ დაპირისპირების გამარჯვებული დიდი ალბათობით ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები