„გიგა ამ სპორტის ლეგენდაა“ - ჭიკაძის მეტოქე მომავალ ბრძოლაზე
UFC-ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქემ, კევინ ვალეხოსმა News18 Sports-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და მისი მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
რას ამბობს ვალეხოსი:
„ამ შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ. გიგა ჭიკაძეს ლეგენდად მივიჩნევ, ამიტომ, ცხადია, მასთან ბრძოლა წნეხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამარჯვებისთვის მზად ვართ.“
„გიგას მუქარა? არა მგონია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყოს. პირიქით, იმედი მაქვს ასე იფიქრებს და სათანადოდ არ დამაფასებს, რადგან მასთან შესახვედრად აბსოლუტურად მზად ვარ. ვფიქრობ, ეს ნორმალურიცაა - ის ლეგენდაა და რატომ უნდა მცემდეს პატივს? მომწონს, როდესაც სათანადოდ არ მაფასებენ.“
„რაც შეეხება მის უნარებს, ვფიქრობ, ჭიკაძეს კარგი სტილი აქვს. ეს ბრძოლა სტილების შესანიშნავი შეჯახება იქნება. როგორც წესი, კიკბოქსიორს, რომელსაც ფეხით დარტყმები უყვარს, კრივით უნდა ეჩხუბო. კარგ მოკრივეს კი პირიქით, ფეხი უნდა ურტყა. ასე რომ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ უფრო უკეთ გამოიყენებს თავის სტილს.“
„მგონია, რომ ჭიკაძე თავიდანვე აგრესიულად დაიწყებს და პირველივე რაუნდში მოინდომებს ჩემს დანოკაუტებას, თავადაც ამას ამბობს. თუმცა, ამისთვის თავიდანვე მზად ვიქნები. თუ ტექნიკურ ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვისაც მზად ვიქნები.“
MMA-ში, გიგა ჭიკაძის რეკორდი 15 გამარჯვება და 5 მარცხია, კევინ ვალეხოსს კი 16 მოგება და 1 მარცხი. ქართულ-არგენტინული დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 06:00 საათიდან გაიმართება.