Aa
Aa

"საუთჰემპტონმა" პელეგრინო გაათავისუფლა

პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მაურისიო პელეგრინო გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მაურისიო პელეგრინო დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს, რომელსაც მისი ორი ასისტენტიც მიჰყვა.

არგენტინელი სპეციალისტი „წმინდანებს“ ზაფხულიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და ჩემპიონატის ბოლოს 17 მატჩიდან მხოლოდ 1 მოაგებინა.

„სოტონი“ ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „კრისტალ პალასსა“ და „სტოკს“ 1 ქულით უსწრებს.

„საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. ამ კუთხით სიახლეს უახლოეს საათებში ან დღეებში უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები