სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

პირველი ნომერი მსოფლიოში - ბაზაძის პროგრესი რეიტინგში

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე განახლებული რეიტინგი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, რომლის პირველ პოზიციაზეც 225 ქულით 32 წლის ქართველმა გადაინაცვლა და უკან საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მოიტოვა.

ბაზაძე მეორე-მესამე ადგილზე მყოფ ფრანგ მუშკეტერებს, ჟან-ფილიპ პატრისსა (206) და სებასტიან პატრისს (169) შესაბამისად 19 და 56 ქულით უსწრებს. მეოთხე პოზიციაზე 145 ქულით იტალიელი ლუკა კურატოლია, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფი ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამის ანგარიშზე 143 ქულაა.

ცნობისათვის, სანდროს რეიტინგში გალიდერება მისმა ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ასპარეზობამ განაპირობა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავი ივლისში თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი გახლდათ, სადაც ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს