„თანდათან ყველას იმედები გვიცრუვდება“ - სტერლინგი UFC-ის გადაწყვეტილებაზე
UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის გუშინდელი განცხადებითა და იანვარში გასამართი ბრძოლების ანონსით ძალიან ბევრი მებრძოლი და გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა. მათ რიგებს მიეკუთვნება ქვემსუბუქი წონის მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი, რომელმაც ორგანიზაცია თავის წონაში ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო რემატჩის ჩანიშვნის გამო ღიად გააკრიტიკა.
ალჯამეინ სტერლინგი
თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ლერონ მერფის. ქამრის მოპოვების მომდევნო პრეტედენტი ის, ან მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო. დიეგო ლოპესი ხომ სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხა რუსმა სპორტსმენმა და ნუთუ ეს ყველაფერი დაავიწყდათ? თავად დიეგო ამ ყველაფერში დამნაშავე არ არის. თუმცა, ამის შემდეგ ყველა კარგად მიხვდება, თუ რატომ არიან UFC-ის ინდუსტრიით მებრძოლები უკმაყოფილონი, რადგან ისინი უსამართლობის მსხვერპლნი ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში რამდენიმე თვის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მათი რემატჩი კი 1 თებერვალს, სიდნეიში არის დაგეგმილი.