ალეგრი ვენგერის შესაცვლელად მზადაა
Aa
Aa

ალეგრი ვენგერის შესაცვლელად მზადაა

ლონდონის "არსენალში" არსენ ვენგერის დღეები, რომ დათვლილია ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

ვენგერს დარჩენის მხოლოდ ერთი შანსი აქვს - "მეთოფეებმა" ევროპა ლიგა უნდა მოიგონ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მიიღონ. თუ, ვენგერი ამას ვერ მოახერხებს, ხელმძღვანელობა მას კვლავ ლიგის მიღმა დარჩენას აღარ აპატიებს და თანამდებობიდან დაითხოვს.

The Sun-ის ინფორმაციით, "არსენალი" ფრანგი სპეციალისტის შემცვლელად იტალიელ მასიმილიანო ალეგრის განიხილავს.

წყაროს ცნობით, ალეგრი ლონდონში გადასასვლელად მზადაა.

რა შემთხვევაში დატოვებს იტალიელი მწვრთნელი "იუვენტუსს"? შესაძლოა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდეს.

თუ, "იუვენტუსი" წელს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ალეგრისთვის ეს ბოლო სეზონი იქნება. ხოლო, თუ "ბებერი სინიორა" გაიმარჯვებს, წასვლისთვის იდეალური მომენტი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ "არსენალის" გაწვრთნას კარლო ანჩელოტისა და მიკელ არტეტასაც უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები