სამი მედალი პოლონეთში - ტანმოვარჯიშეების წარმატება
Aa
Aa

სამი მედალი პოლონეთში - ტანმოვარჯიშეების წარმატება

ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენები როგორც მხატვრულ, ასევე სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირებზე ხელშესახები შედეგებით გვანებივრებენ და გამონაკლისს არც რამდენიმე დღის წინ პოლონეთში გამართული პრესტიჟული შეჯიბრება წარმოადგენდა, სადაც სპორტულ აკრობატიკაში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს.

ახალგაზრდებს შორის გამართულ გოგონათა წყვილების ტურნირში სალომე ტაბეშაძისა და მართა მეცხოვრიშვილის დუეტმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გოგონათა ჯგუფურ ვარჯიშში ანანო ლაღაძემ, მარიამ ბღარაშვილმა და ანი გაგნიძემ ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდეს.

რაც შეეხება შედარებით მცირე ასაკის ბავშვებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებას, 11-დან 16 წლამდე ტურნირში ვერცხლი მედალს ელენე და ანა კახბერიძის წყვილი დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო და ბრინჯაო - ტანმოვარჯიშეების წარმატება
ოქრო და ბრინჯაო - ტანმოვარჯიშეების წარმატება