„ლივერპულმა“ კონატეს კონტრაქტის გაგრძელებაზე ბოლო შეთავაზება გაუკეთა
Aa
Aa

„ლივერპულმა“ კონატეს კონტრაქტის გაგრძელებაზე ბოლო შეთავაზება გაუკეთა

„ლივერპულმა“ საფრანგეთის ნაკრების მცველს, იბრაჰიმა კონატეს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ბოლო წინადადება გაუკეთა. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

კლუბში მიიჩნევენ, რომ 26 წლის ფეხბურთელს გულუხვი ფინანსური პირობები შესთავაზეს და მისგან პასუხს უახლოეს კვირებში ელოდებიან.

როგორც ჟურნალისტი, საშა ტავოლიერი იუწყება, თუ იბრაჰიმა „წითლების“ წინადადებას დათანხმდება, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ამ დროისთვის კონატეს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ის ჯერ არ არის დარწმუნებული, კლუბში დარჩება თუ „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმა „მერსისაიდელების“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 55 მილიონ ევროს შეადგენს.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შესახებ მაშინ იცოდა, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერდა“ - ლივერპულის ექს-მეკარე მამარდაშვილზე
„ამის შესახებ მაშინ იცოდა, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერდა“ - ლივერპულის ექს-მეკარე მამარდაშვილზე