კაშია სკამზეა, ტაბატაძე სასტარტოშია | სანიოლის სასტარტო 11 ესპანეთთან
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო - ესპანეთის მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია. სავარაუდოდ, ვილი სანიოლმა 4 მცველით თამაში გადაწყვიტა, გურამ კაშია სკამზე დასვა, დაცვაში ფლანგებზე მამუჩაშვილსა და გოჩოლეიშვილს ვიხილავთ, ცენტრში ლოჩოშვილისა და გოგლიჩიძის დუეტს.
იური ტაბატაძე სადებიუტო მატჩს ესპანეთთან ჩაატარებს, სასტარტო 11-შია.
გურამ კაშიას არყოფნაში კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
ტრავმირებულ გიორგი მიქაუტაძეს ბუდუ ზივზივაძე შეცვლის.
საქართველო სასტარტო 11: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, მამუჩაშვილი, ტაბატაძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია (კ)
სათადარიგო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, კერესელიძე, კაშია, ნარიმანიძე, ლომინაძე, ნონიკაშვილი, წიტაიშვილი, აბუაშვილი, კვერნაძე, გულიაშვილი, ქვილითაია
ესპანეთის სასტარტო 11: სიმონი (კ), კუკურელია, ლაპორტე, კუბარსი, პორო, მერინო, სუბიმენდი, რუისი, ფერანი, ოიარსაბალი, ბაენა
მატჩს ცნობილი ფრანგი მსაჯი ბენუა ბასტიენი გაუძღვება.
საქართველო - ესპანეთის მატჩი დღეს „დინამო არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.