ტაბატაძე: ვისაც ჩემი არ სჯეროდა, დავუმტკიცე რაც შემიძლია
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში საქართველო ესპანეთს მიიღებს. „ფურია როხასთან’’ მატჩის წინ ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე’’ პრესკონფერენცია გამართა. ვილისთან ერთად პრესკონფერენციას, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, „კადისის“ შემტევი, იური ტაბატაძე დაესწრო.
იური ტაბატაძე:
„საქართველოში დავიწყე, პირველ ადგილზე ვიყავით და ბომბარდირებში პირველ ადგილზე ვიყავი, „კადისში“ ყველაფერი კარგად მიდის. ჩემს თავში რაღაცები გადავხარშე, გამოვასწორე და ყველას დავუმტკიცე, რაც შემიძლია, მათ შორის მათ, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. წინ და უკან, ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია, მაგრამ ყველა ეფექტური მარჯვენა ფლანგზე ვარ. გუშინ ბიჭებმა ქომაგების შესახებ ვისაუბრეთ, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომ მათი ეს მხარდაჭერა დავუბრუნოთ“.
4 ტურის შემდეგ ესპანეთი 12 ქულით პირველზეა, 15 გოლი გაიტანა და გოლი არ გაუშვია, თურქეთი 9 ქულით მეორეზეა, 13 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა, 10-დან 6 „ფურია როხამ'' თურქეთში გაუტანა. საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, შინ ბულგარეთი დაამარცხა, თუმცა მთავარ კონკურენტ თურქეთთან ორივე მატჩი დათმო.
საქართველო - ესპანეთის მატჩი „დინამო არენაზე'' 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.