ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ტრავმა მოიშუშა - მამუკელაშვილის ტორონტომ კლივლენდი დაამარცხა

„ტორონტო რეპტორსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმის შემდეგ, პირველი თამაში ჩაატარა.

მისი გუნდი „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და ანგარიშით 126:113 დაამარცხა, რითაც „ტორონტომ“  სეზონში მე-7 გამარჯვება მიითვალა.

„მამუმ“ პარკეტზე 17:01 წუთი გაატარა. ამ დროში მან 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტო" მოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. სანდროს გუნდი მორიგ შეხვედრას 16 ნოემბერს, „ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავების შოუ NBA-ში - იოკიჩმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა
ვარსკვლავების შოუ NBA-ში - იოკიჩმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა