ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს

 „ტორონტო რეპტორსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი „ბრუკლინ ნეტსთან“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ Sportsnet-ის ჟურნალისტი ბლეიკ მერფი იტყობინება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მამუკელაშვილს კისრის დაჟეჟილობა აწუხებს და „ბრუკლინთან“ მატჩში მისი თამაში საეჭვოა.

მამუკელაშვილი „ტორონტოს“ მიმდინარე სეზონში შეუერთდა და აქამდე გამართულ 10-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 26 წლის ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 9.0 ქულა, 3.4 მოხსნა, 1.9 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ 17.8 წუთში. სამქულიანებს ის 43,5%-იანი სიზუსტით, ხოლო ორქულიანებს - 68,8%-იანი სიზუსტით ისვრის.

აქვე გეტყვით, რომ 5 მოგებითა და 5 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კანადელები 12 ნოემბერს, თბილისის დროით 04:30 საათზე გასვლაზე „ბრუკლინის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ფილადელფიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ფილადელფიასთან დამარცხდა