ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მახაჩევი: ილია სულ ამაზე ლაპარაკობს, ყველას უნდა ეს ბრძოლა იხილოს

ისლამ მახაჩევმა განმარტა, თუ რატომ დაასახელა ჯეკ დელა მადალენას შემდეგ მეტოქედ კამარუ უსმანი და არა ილია თოფურია, ან ნახევრადსაშუალო დივიზიონის პოტენციური პრეტენდენტთა დაპირისპირებების ერთ-ერთი მონაწილე.

„რატომ დავასახელე უსმანი? ის ყველაზე ხმაურიანი სახელია ნახევრადსაშუალო წონაში. მან ქამარი ხუთჯერ დაიცვა და ახლა კარგ პოზიციაზეა. მან დაამარცხა ბაკლი, რომელიც ასევე პრეტენდენტთა რიგებშია.

რაც შეეხება ილიას, ის ახლა მსუბუქ წონაში ჩემპიონია, მაგრამ ვნახოთ. თოფურია სულ ჩემთან ბრძოლაზე ლაპარაკობს. ამ ბრძოლის შემდეგ ვნახოთ რა იქნება. რამეს მოვიფიქრებთ. იმიტომ, რომ ყველას უნდა ეს ბრძოლა, ასე რომ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“,

– თქვა მახაჩევმა, როდესაც UFC 322-ის მედია დღეზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-მადალენას ბრძოლა 16 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები