კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

მახაჩევი: მადალენას შემდეგ კამარუ უსმანს ვეჩხუბები

UFC-ის ყოფილ ჩემპიონს მსუბუქ წონაში, ისლამ მახაჩევს, სურს, თუ ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს, შემდეგ ჯეკ კამარუ უსმანთან იჩხუბოს.

„ჯეკის შემდეგ იქნება კამარუ უსმანი. მას ყველაზე მეტი დაცვა აქვს ნახევრადსაშუალო წონაში. და ახლა ის კარგ პოზიციაზეა“,

– თქვა მახაჩევმა.

უსმანმა UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ქამარი 2019 წლის მარტში მოიგო, რის შემდეგაც ხუთი წარმატებული დაცვა ჩაატარა. ამის შემდეგ კამარუმ ორჯერ წააგო ლეონ ედვარდსთან და ხამზატ ჩიმაევთან. ბოლო ბრძოლაში უსმანმა ხოაკინ ბაკლი დაამარცხა.

თუ, ისლამმა მადალენას დამარცხება შეძლო, მისი და თოფურიას ბრძოლა უკვე რთულად წარმოსადგენი იქნება, რადგან მახაჩევი ამ შემთხვევაში წონას აღარ დაიკლებს.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი და მადალენა ერთმანეთს UFC 322-ის მთავარ მოვლენაში, 16 ნოემბრის ღამეს, ნახევრადსაშუალო წონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები