ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„მის დამსხვრევას და დაფინიშებას ვაპირებ“ - მადალენა ისლამისთვის ემზადება

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევს შორის გასამართ ბრძოლაში ცალსახა ფავორიტის დასახელება ყველა უჭირს. თუ აქამდე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა, ამჯერად ავსტრალიელმა მებრძოლმა ტრადიცია დაარღვია და თავის გულშემატკივრებს მახაჩევის დამარცხების პირობა მისცა.

ჯეკ დელა მადალენა

ისლამის დამარცხების გასაღები კარგი სტრატეგიის შემუშავებაა. დაღესტნელის ბრძოლებს ვუყურეთ და კარგად გავაანალიზეთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ფაქტია, მახაჩევი უმაღლესი დონის მოჭიდავეა, რის გამოც ვარჯიშების დროს ამ კომპონენტის დახვეწაზე ყურადღებას განსაკუთრებით ვამახვილებდი.

მახაჩევთან დისტანციურად ვიმუშავებ, რადგან ღრმად მწამს, რომ დგომში დიდი უპირატესობა მექნება. ისლამი თეიქდაუნებზე წამოვა, თუმცა დამიჯერეთ, თითოეულ რაუნდში ფეხზე წამოვდგები და მას დავამარცხებ და დავამსხვრევ. „მედისონ-სქვერ-გარდენში“ ფინიში ჩემი ოცნებაა და თუ ამას გავაკეთებ, ყველა დროის საუკეთესო ქვესაშუალო წონოსანი გავხდები“.

ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენა 8 წელი და 342 დღეა არ დამარცხებულა, ისლამ მახაჩევის წაუგებელი სერია კი 9 წელსა და 5 დღეს ითვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება“ | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
„ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება“ | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა