კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მამაჩემის თვალწინ ვერ დავნებდებოდი“ | ხაბიბმა პორიესთან და კონორთან ჩხუბი გაიხსენა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „არწივმა“ დაასახელა მეტოქე, რომელმაც მისი მამა, აბდულმანაპი ყველაზე მეტად აანერვიულა და კონორ მაკგრეგორთან გამართული ჩხუბიც გაიხსენა.

„მამაჩემის თვალწინ ვერ დავნებდებოდი. ეს გამორიცხული იყო. მახსოვს, იმ ბრძოლის შემდეგ, მამაჩემმა მითხრა, რომ ძალიან ინერვიულა, მაგრამ შეუძლებელი იყო, მის თვალწინ დავნებებულიყავი. პორიესთან სიტუაციას ვაკონტროლებდი, მაგრამ ნამდვილად სახიფათო მდგომარეობაში ვიყავი.

ერთი რამ, რაც ამ სამყაროში ძალიან, ძალიან საოცარია, ისაა, რომ როდესაც ვიღაც არ მოგწონს, შეგიძლია, ოქტაგონში შეხვიდე, მაგრად ცემო და სანაცვლოდ დიდი ფული მიიღო. იგივე ოქტაგონს მიღმა რომ გააკეთო, ციხეში გაგიშვებენ. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი. მინდოდა, მაგკრეგორთან ჩხუბის გარდა, მასთან მელაპარაკა კიდეც. მინდოდა, მომენტით სიამოვნება მიმეღო და ეს ჩემი დასვენება გახლდათ.“

შეგახსენებთ, რომ პორიეს ხაბიბი მახრჩობელა ილეთზე ჰყავდა დაჭერილი, მაგრამ „არწივი“ სიტუაციიდან გამოძვრა და დამაჯერებლად იმარჯვა. რაც შეეხება მაკგრეგორს, ნურმაგომედოვმა კონორი უშანსოდ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობს“ | კინმა და კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრეს
„ვერ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობს“ | კინმა და კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრეს