ბარსელონა, ჟოან ლაპორტა, ლამინ იამალი
Aa
Aa

“სათამაშო დრო სწორად უნდა გადანაწილდეს“ - ლაპორტა იამალის ნაკრებში გამოძახებაზე

სანაკრებო პაუზა ახლოვდება და ბარსელონასთვის ლამინ იამალის ეროვნულ ნაკრებში წასვლა კვლავ პრობლემად რჩება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბლაუგრანას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა.

ლაპორტა:

„ნაკრებში გამოძახებას ყოველთვის აღიარებად ვთვლი. ლამინი მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ბუნებრივია, რომ მას გამოძახება ეკუთვნოდა, თუმცა მსურს, რომ სათამაშო დრო სწორად გადანაწილდეს. ესპანელი პრაქტიკულად გასულია, მხოლოდ 1 ქულაა საკმარისი.

არ მსურს მწვრთნელზე ზეგავლენა მოვახდინო ან რაიმე დაპირისპირებაში ჩავერიო. კარგად მესმის, რატომ გამოიძახეს ახლა იამალი ნაკრებში. ეს აღიარებაა.

ლამინს საოცრად გამორჩეული ხარისხი აქვს. მან ბრიუგესთან ფანტასტიკურად ითამაშა. გაბრაზებულია, რომ ვერ მოვიგეთ. მან მთელი გუნდი ზურგით ატარა და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მომავალ სანაკრებო პაუზაზე სტუმრად საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ საკუთარ კედლებში თურქეთს.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “მუნდიალის მოგების ემოცია, შვილების დაბადების ემოციას ჰგავდა“
მესი: “მუნდიალის მოგების ემოცია, შვილების დაბადების ემოციას ჰგავდა“