რეალმა საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა - ჩუამენი ტრავმირებულია
მიმდინარე სეზონში, ორელიან ჩუამენი ჩაბი ალონსოს ფორმაციის რეალის საკვანძო ფეხბურთელია.
მარკა-ს ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველი მადრიდულ გრანდს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რაც ესპანელი სპეციალისტისთვის დიდი დარტყმაა. ის ახლა ედუარდო კამავინგას უნდა დაეყრდნოს.
როგორც მარკა იუწყება, ჩუამენიმ დისკომფორტი ლივერპულთან მატჩის მიწურულს იგრძნო. ბლანკოსის სამედიცინო პერსონალმა ტრავმა დაადასტურა, რომ ორელიანს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის 15 მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
რაც შეეხება რეალს, ალონსოს გუნდი წელს მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ერთხელ ლა ლიგაში ატლეტიკოს წინააღმდეგ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან.
სამეფო კლუბი ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩს დღეს სტუმრად რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ იმასაც, რომ სამეფო კლუბმა ვალეკანოს სტუმრად ბოლოს 2022 წელს მოუგო.