მესი: “მუნდიალის მოგების ემოცია, შვილების დაბადების ემოციას ჰგავდა“
2022 წლის დეკემბერში ლიონელ მესიმ ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ავტორიტეტულ გამოცემა MARCA-სთან ინტერვიუში, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მუნდიალის მოგების სიხარული, შვილის დაბადების სიხარულს შეადარა.
მესი:
„ამ ყველაფერს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც ჩემი შვილების დაბადებისას. ეს ის გრძნობაა, რომლის ახსნაც რთულია. ის იმდენად განსაკუთრებული და დიდია, რომ სიტყვები არასაკმარისია.
ქვეყნის მიერ ზეიმის მანერამ აჩვენა, თუ რამდენად გვჭირდებოდა და გვინდოდა, რომ ეს ამდენი ხნის შემდეგ ისევ მომხდარიყო. ჩემთვის ეს განსაკუთრებული იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უდიდესი მიღწევაა. მუნდიალის შემდეგ მეტს ვერაფერს მოითხოვ.“
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და პენალტების სერიაში ზუსტი დარტყმა შეასრულა. 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ალბისელესტეს ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.